საჭიროა შეიცვალოს საარჩევნო კანონი, რომელიც დეპუტატობის კანდიდატებს არათანაბარ პირობებში აყენებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კანონმდებლობა იძლეოდა საშუალებას, სახელმწიფო-სახელისუფლებო რესურსი ყოველგვარი კანონდარღვევის გარეშე, სახელისუფლო კანდიდატის სასარგებლოდ ყოფილიყო გამოყენებული და მიღწეულიყო შედეგი, რაც ხელისუფლებას სურდა, – ასეთ შეფასებას აკეთებს უმრავლესობის წარმომადგენელი თამაზ მეჭიაური საგარეჯოს შუალედურ არჩევნებთან და პროკურატურის დასკვნასთან დაკავშირებით.

როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, საჭიროა შეიცვალოს კანონი, რომელიც დეპუტატობის სახელისუფლო და არასახელისუფლო კანდიდატებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

“მე საკმაოდ მაღალი აზრის ვარ იმ ხალხის კვალიფიკაციის მიმართ, ვინც საარჩევნო პროცესში მონაწილეობდა. მგონია, რომ ისინი ყველა იმ საშუალებას, რომელსაც კანონი იძლეოდა, გამოიყენებდნენ ისე, რომ შედეგი მიღწეული ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, არ შემიძლია ეჭვი შევიტანო გამოძიების ობიექტურობაში”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მან აქვე აღნიშნა ისიც, რომ “ასეთი სახის გამარჯვებას მორალური კმაყოფილება ნაკლებად მოაქვს”.

მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების დროს სხვადასხვა საჯარო მოხელის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაასრულა. უწყების ინფორმაციით, შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა.

Visited 127 times, 1 visit(s) today