სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო რეფორმაზე მუშაობს, რომელიც 2023 წლიდან წამლებზე რეფერენტული ფასების დადგენას გულისხმობს. ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები რეფორმაზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა რეფორმის მნიშვნელობასა და მისი ამოქმედების მექანიზმებზე ისაუბრეს, უპასუხეს სექტორის კითხვებს. რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება. ცვლილების მიზანი წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და კეთილსინდისიერი მარკეტინგის უზრუნველყოფაა. რეფერენტული ფასების მექანიზმის შემუშავების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობენ. დარგის სპეციალისტებთან მსგავსი სამუშაო შეხვედრები მომავალშიც იგეგმება.

Visited 39 times, 1 visit(s) today