სეტყვამ ყვარლის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა

კახეთში მოსულმა სეტყვამ ყვარლის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სეტყვამ , რომელიც 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა სოფლებში – საბუე, შილდასა და ალმატში მოსავლის თითქმის 50% გაანადგურა.
დასეტყვილია საკარმიდამო ნაკვეთები და ხეხილის ბაღები. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მუნიციპალიტეტის გამგეობაში უკვე შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია და მისი წარმომადგენლები ამ წუთებში სეტყვისაგან დაზიანებულ ადგილებს ათვალიერებენ.

“ჩვენი წარმომადგენლები უკვე იმყოფებიან დაზარალებულ სოფლებში. სეტყვისგან მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი”, – აცხადებს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია მზექალაშვილი.

Visited 258 times, 1 visit(s) today