სისხლის სამართლის საქმეები უცხოელმა მოსამართლეებმა უნდა განიხილონ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში რადიკალური რეფორმებია გასატარებელი.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სისხლის სამართლის საქმეების გარკვეული ნაწილი უცხოელმა მოსამართლეებმა უნდა განიხილონ, ხოლო ბიზნესდავები – სახელმწიფოსთან საქართველოში ლონდონის საარბიტრაჟო სამსახურის წარმომადგენლებმა.

„სისხლის სამართლის საქმეები, რომელიც ეხება პოლიტიკოსებს, ადამიანის უფლებებს, სიტყვის თავისუფლებას, უნდა განიხილონ უცხოელმა მოსამართლეებმა,რომლებსაც ეს ფუნქცია 10 -15 წლის ვადით უნდა გადაეცეთ, ხოლო თუ ბიზნეს დავაა სახელმწიფოსთან, ეს უნდა განიხილოს ლონდონის არბიტრაჟის წარმომადგენლობამ საქართველოში“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, კოსმეტიკური რეფორმები, პირიქით, აუარესებს სისტემას, რაც, დეპუტატის განმარტებით, დასტურდება სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღითაც.

Visited 209 times, 1 visit(s) today