აღდგომიდან მეშვიდე კვირის თავზე, სულთმოფენობას, ქვემო სვანეთში სკალდობის დღესასწაულს აღნიშნავენ.
სკალდის უზარმაზარი მთის წვერზე არსებული მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია შუა საუკუნეებშია აგებული. მისი კედლები უძველეს ხატს იცავს, რომელზეც მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელია გამოსახული, ხოლო მათ შორის – მაცხოვარი.
მთავარანგელოზის სალოცავში ქალები არ დაიშვებიან, სკალდობის დღესასწაულზე აქ მხოლოდ მამაკაცები ლოცულობენ, ქალები კი სკალდის ძირში გაშენებულ სოფელ ფაყში არსებულ ღვთისმშობლის ტაძარში მიდიან.
სკალდის დღესასწაულს ადგილობრივებთან ერთად სხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა და უცხოელი ტურისტებიც აღნიშნავენ.
Visited 3,283 times, 1 visit(s) today