სოზარ სუბარი UNHCR-ის ევროპის ბიუროს დირექტორს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ევროპის ბიუროს დირექტორს ვინსენტ კოშეტელს შეხვდა. შეხვედრაზე სოზარ სუბარმა UNHCR-ის ევროპის ბიუროს დირექტორს სამინისტროში იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების მიმართულებით მიმდინარე პროექტები გააცნო. მხარეებმა სამინისტროში დაგეგმილი რეფორმის შესახებაც ისაუბრეს. „გილოცავთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც რეფორმის გასატარებლად გადადგით და გიდასტურებთ ჩემს მხარდაჭერას“, – განაცხადა UNHCR-ის ევროპის ბიუროს დირექტორმა ვინსენტ კოშეტელმა.

Visited 83 times, 1 visit(s) today