სოლომონ პავლიაშვილი იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში სატყეო სამსახურებში არსებულ ვითარებას გაეცნო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში იმყოფებოდა, სადაც ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის სატყეო სამსახურებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
შეხვედრაზე თითოეული სატყეო უბნის მიხედვით მიმდინარე და დაგეგმილ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს მოსახლეობის მერქნული რესურსით მომარაგების მიზნით ტყეკაფების გამოყოფის, სკოლების შეშით მომარაგების, უკანონო ჭრებთან ბრძოლის, ტყის მდგრადი მართვის პრინციპების გათვალისწინებით ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრის ფარგლებში ხე-ტყის დამზადებისა და სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაციის საკითხები. შეხვედრაზე ხანძრების პრევენციისა და ხანძარსაწინაამდეგო ღონისძიებებზეც იმსჯელეს.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს პარლამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 169 times, 1 visit(s) today