სოფელ ალავერდში გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. კეთილმოწყობას გზის 700 მეტრიანი მონაკვეთი ექვემდებარება და მისი ღირებულება 60 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ნიხედვით, მზა სასაქონლო ბეტონი სოფლის გზების მოსაწყობად ნაწილდება და ადგილობრივები მის დაგებას საკუთარი ძალებით ახდენენ. მიმდინარე წელს სასაქონლო ბეტონის შეტანა 8 სოფელშია დაგეგმილი. ბეტონის შეტანას სოფლებში ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „ალპედე“ ახდენს. მიმნდინარე სამუშაოები დღეს გამგებლის მოადგილენ ნიკოლოზ კრავეიშვილმა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
Visited 176 times, 1 visit(s) today