სოფელ ახალქალაქში მდებარე ციხე-გალავნის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მდებარე ციხე-გალავნის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო. დაგეგმილია კომპლექსის აღდგენა,ნაგებობის ეზოში კი საგამოფენო დარბაზის, საოფისე სივრცის, მოსასვენებლის, საინფორმაციო ცენტრისა დაამფითეატრის მოწყობა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღსადგენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება და ორ ეტაპად განხორციელდება. სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი. რწმუნებულის თქმით, პანდემიის მიუხედავად, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.

“რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის რამდენიმე პროექტი ხორციელდება, ერთ-ერთი გახლავთ კასპის მუნიციპალიტეტი, სადაც სოფელ ახალქალაქში უკვე დაიწყო ისტორიული ციხე-გალავნის რეაბილიტაციის და ტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება, წლის ბოლომდე დასრულდება და რეგიონს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლი შეემატება“, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

Visited 77 times, 1 visit(s) today