მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა სოფელ ბოსლევში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სოფელ ბოსლევში გასულ წელს დაიწყო. პროექტის მიხედვით 2015 წელს ბეტონის საფარით გზის 1165 მ. მონაკვეთი მოეწყო. საერთო ჯამში კი რეაბილიტაციას საავტომობილო გზის დაახლოებით 3 კმ. მონაქვეთი ექვემდებარება. განსაზღვრულია სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებაც. სამუშაოებს „საპოვნელა +“ ახორციელებს. ობიექტზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
Visited 226 times, 1 visit(s) today