სოფელ ვაყაში გზის მოასფალტების სამუშაოები გრძელდება.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში გზის მოასფალტების სამუშაოები გრძელდება. პროექტის მიმდინარეობას ადგილზე ეცნობოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და მერიის ეკონომიკის სამსახურის წარმომადგენლები.
მათი განმარტებით, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება. მოასფალტებული 2 400 გრძივი მეტრი გზით , 1 500 ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს, რაც მათ
საყოფაცხოვრებო პირობებს მკვეთრად გააუმჯობესებს. პროექტი ჯამში 1 409 614 ლარს ითვლის და ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება.

Visited 133 times, 1 visit(s) today