სოფელ ვაყაში, ,,გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკური საავადმყოფო მოსახლეობის სამედიცინო გადასინჯვების აქცია გამართა

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაყას სკოლის შენობაში, გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკური საავადმყოფო მოსახლეობის სამედიცინო გადასინჯვების აქციას გამართა. აქციაში სხვადასხვა პროფილის 10-მდე ექიმი მონაწილეობდა.
ადგილზე ჩატარდა ულტრაბგერითი და კარდიოლოგიური კვლევები. მაღალტექნოლოგიური კვლევების საჭიროების შემთხვევაში კი, “გორმედის” ქსელი უზრუნველყოფს პაციენტის კლინიკაში გადაყვანას.

Visited 125 times, 1 visit(s) today