სოფელ კვალითის საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

სოფელ კვალითის საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფინანსურ უზრუნველყოფას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, თანადაფინანსებას ახდენს ასევე ადგილობრივი ბიუჯეტი. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 34259 ლარია და მას „დრიმ – ბილდინგ – კომპანი“ აწარმოებს. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე შენობაში მთლიანად მოწესრიგდება სველი წერტილები, შეიცვლება მოძველებული კარ – ფანჯრები და იატაკი.მიმდინარე სამუშაოები თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა დაათვალიერეს. მიმდინარე წელს კეთილმოწყობის სამუშაოები 10 – ზე მეტ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას ჩაუტარდება.

Visited 158 times, 1 visit(s) today