სოფელ ლესიჭინეში ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა და წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ სოფელ ლესიჭინეში,მდინარე ოჩხომურზე, მშენებარე საავტომობილო ხიდი დაათვალიერეს. ხიდის სიგრძე 170, ხოლო, სიგანე 11 მეტრი იქნება. პროექტი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 6 577 834 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს “ჯორჯიან ბრიჯ ქონსთარქშენი“ ასრულებს. ხიდის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

Visited 215 times, 1 visit(s) today