სოფელ მარელისში გზის 3, 650 კილომეტრ მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონებისმართვისა და აღრიცხვის სამსახურის უფროსმა, არჩილ ლურსმანაშვილმა, არქიტექტურისა და ზედამხდველობის სამსახურის უფროსმა, ბესო ჭიპაშვილმა და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, მალხაზ ფხალაძემ მარელისში გზის მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერეს.

არჩილ ლურსმანაშვილის ინფორმაციით, სოფელ მარელისში გზის 3, 650 კილომეტრ მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება, რომლის სიგანე 4,5 მეტრი იქნება. მოეწყობა სანიაღვრე არხები. ამჟამად, გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. გზის საფარი სოფელ მარელისის გადასახვევიდან (ხიდიდან) სოფლის ბოლომდე დაიგება. პროექტის ღირებულება 1 100 000 ლარს შეადგენს.

როგორც შ.პ.ს „იბოლიას“ სამუშაოების მწარმოებელმა, ელდარ არჩვაძემ განაცხადა პროექტის ჩაბარების ვადა აგვისტოშია, თუმცა სამუშაოები სავარაუდოდ, ივნისში დასრულდება. ამჟამად, გზის სამუშაოებზე 6 ადგილობრივი მოქალაქეა დასაქმებული, დასაქმებულთა რაოდენობა სამუშაოების ზრდასთან ერთად გაიზრდება.

Visited 177 times, 1 visit(s) today