სოფელ ნატანებში 560 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის გზა მოეწყო

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ნატანების თემში, სოფელ ლეკურაში რკინა – ბეტონის გზები დაიგო. ბეტონის საფარი 5 რთულ საგზაო მონკვეთზე მოეწყო.
ამ ეტაპზე ლეკურაში 250 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის საფარი იგება. 90 , 40 , 50 და 130 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაციის პროცესს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი გოჩა აბაშმაძე, ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტი – გიორგი ნიკოლაიშვილი და გამგებლის წარმომადგენელი ნატანების თემში ილია თავაძე დაესწრნენ.
შესრულებული სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 83 312 ლარს შეადგენს.
საერთო ჯამში ნატანებში 560 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის გზა მოეწყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „უნივერსალი“ ახორციელებს.

Visited 579 times, 1 visit(s) today