სოფელ სადახლოში მდებარე საბავშვო ბაღში შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში მდებარე საბავშვო ბაღში შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
მოეწყო კომფორტული და ნათელი ოთახები. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. უახლოეს პერიოდში სააღმზრდელო დაწესებულება საჭირო ინვენტარით აღიჭურვება.
სოფელ სადახლოში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საბავშვო ბაღის მშენებლობა 2016 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვისაც. ასევე პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა ბაღის შიდა ეზოს ინფრასტრუქტურა.

Visited 178 times, 1 visit(s) today