სოფელ ქვიშხეთში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს, 19 აგვისტოს, ქვიშხეთის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სველი წერტილების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების მკვეთრად გაუმჯობესებას.

Visited 117 times, 1 visit(s) today