სოფელ ღებში, მიმდინარეობს მდინარე ჩვეშურის კალაპოტის გაღრმავება და კალაპოტში მოქცევა

დილიდან განახლდა სამუშაოები სოფელ ღებში, მიმდინარეობს მდინარე ჩვეშურის კალაპოტის გაღრმავება და კალაპოტში მოქცევა, მდინარე ჩვეშურზე გასასვლელი საავტომობილო გზა აღდგენილია, მოეწყო დროებითი საცალფეხო ხიდი დიდ ღებსა და პატარა ღებს შორის, დღის მეორე ნახევრამდე აღდგება არნიშნული უბნების დამაკავშირებელი ძირითადი ხიდიც,ახალი ხიდის მონტაჟამდე მოსახლეობა თავისუფლად შეძლებს გადაადგილებას სოფლის ორ უბანს შორის. სტიქიის ადგილზე იმყოფება ონის მუნიციპაიტეტის მერი ემზარ საბანაძე,პირველი მოადგილე მერაბ ორდინიძე,ონის პოლიციის რაიონული სამმრთველოს წარმომადგენლები.ემზარ საბანაძე შეხვდა და გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას.

Visited 221 times, 1 visit(s) today