სოფელ ციხისუბანში მიწისქვეშა ქვევრი აღმოაჩინეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისუბანში მცხოვრებმა რევაზ ვანაძემ საკუთარ ეზოში მიწისქვეშა ქვევრი აღმოაჩინა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლემბა დღეს აღნიშნული ადგილი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაქარია ენდელაძესთან ერთად მოინახულეს. მათ ქვევრთან ერთად მიმდებარე ტერიტორიაც დაათვალიერეს, სადაც გადმოცემით ძველად ციხის კოპლექსი გახლდათ. რევაზ ვანაძის მეუღლემ ამ ადგილას წინა წლებში წისქვილის ქვაც აღმოაჩინა, რომელზეც ჯვრის ფორმაა ამოტვიფრული. სააგენტოს წარმომადგენლების თქმით აღნიშნული ქვევრი შესაძლოა შუა საუკუნეების დროინდელიც იყოს.

Visited 290 times, 1 visit(s) today