სოფელ ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გვიან ღამემდე გრძელდებოდა მდ. ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე გადასასვლელად და სხვადასხვა სტიქიური ლოკაციების ჩასახშობად სამუშაოები, შენარჩუნებულია მთავარი გზა ბეტონის საფარით. მდ. ნენსკრას კალაპოტის შეცვლის შედეგად, სტიქის მასშტაბი აღარ გაზრდილა. ამ ეტაპზე, მდინარის კალაპოტის გადაგდების შედეგად წყლის სტიქიური მოვლენა შეჩერებულია და უსაფრთხოდ არიან შემდეგი ზონები: გადრანი,ჩხეტიანი,სუბარი,ქალდანი და მთავარი ბეტონის საფარიანი გზა
სტიქიის უბნებში მუშაობს 35 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომელთაც დამატებით შეუერთდება კიდევ 20 ერთეული მძიმე ტექნიკა. სტიქიის ზონაში არსებული 5 ხიდიდან ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი ხიდი, რომლის გამაგრებითი სამუშაოები უკვე დაწყებულია
ადგილზე მუშაობს საპროექტო სამსახური, რომელიც დღის ბოლომდე დასახავს პირველად გეგმას საპროექტო გადაწყვეტილებებზე, როგორც აღდგენითი სამუშაოების ასევე დროებითი ხიდების დადგმის მიმართულებით.

Visited 189 times, 1 visit(s) today