სოფლებში შიდა გზებზე მოხრეშვის სამუშაოები მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯამად სამუშაოები ცემში და ლიბანში ხორციელდება, სადაც გზის მოხრეშვა ჯამში 1600მ სიგრძის მონაკვეთზე მოხდება.
პროექტის ფარგლებში სამუშაოები უკვე დასრულდა სოფლებში რველში, კორტანეთში ტაძრისში და დგვარში.
გზების მოწესრიგება ადგილობრივმა მოსახლეობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში თავად შეარჩია. მათივე თქმით, მოუწესრიგებელი გზით სარგებლობა მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის დასრულების შემდეგ მოქალაქეები უსაფრთხოდ შეძლებენ გადაადგილებას.
პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან ერთად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებისათვის ჯამში 40 284 ლარი გაიხარჯება.

Visited 166 times, 1 visit(s) today