,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩხოროწყუს გამგებელი დათო გოგუა მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორცილებელი პროექტების გამოვლენის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.
პრიორიტეტები დღეს საერთო კრებაზე სოფელ მუხურის მოსახლეობამ შეარჩია.
შევხვდრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მოსახლეობის აზრი მოისმინა , გაეცნო ადგილობრივების საჭიროებებს.
მოსახლეობამ, ამ ეტაპზე, საბავშვო ბაღის, წისქვილების, შიდა საუბნო გზების, ხიდ–ბოგირების რეაბილიტაცია და სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა ჩათვალა საჭიროდ.
შეხვედრას ესწრებოდნენ გამგებლის მოადგილე ვალერი თოდუა, გამგებლის წარმომადგენელი სოფელ მუხურში იგორ თოლორდავა ,სოფლის დეპუტატი სტეფანე გახარია და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩხოროწყუს საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის უფროსის მ/შ დათო გახარია.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობას განხორციელებულ პროექტებზე და გამგეობაში მოქმედ სოციალურ პროგრამებზეც ესაუბრნენ. ინფორმაცია მიაწოდეს ასევე მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობაზე.
სოფლის საერთო კრებები ყველა სოფელში ჩატარდება.
მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისთვის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად გამოყოფილია 573 529 ლარი.

Visited 235 times, 1 visit(s) today