სოციალურად დაუცველ ოჯახებს საჩუქრად „ჰუმანას“ პროდუქცია გადაეცათ

გურიის სამხარეო ადმინისტრაციისა და საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ერთობლივი ძალისხმევით, ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ექვს ოჯახს საჩუქრად „ჰუმანას“ პროდუქცია გადაეცა. უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები (65000-მდე სარეიტინგო ქულით), რომლებსაც ხელოვნურ კვებაზე მყოფი ერთ წლამდე ბავშვი ჰყავთ, „ჰუმანას“ პროდუქციას ყოველთვიურად ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ.

Visited 416 times, 1 visit(s) today