სტიქიის შედეგად დაზარალებულებს საცხოვრებელი ფართი გადაეცათ

ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებულ 4 ოჯახს კენჭისყრის შედეგად საცხოვრებელი ფართი გადაეცათ. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში ორსართულიანი შენობა კაპიტალურად გარემონტდა, ჩაისვა კარ-ფანჯრები, სახლი თუნუქით გადაიხურა, ასევე დამონტაჟდა კომუნალური გაყვანილობები. სამშენებლო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 73 662 ლარი დაიხარჯა.

Visited 177 times, 1 visit(s) today