სტიქიის შედეგად სოფლებში შიდა გზები დაზიანდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

27 ივლისს, სტიქიის შედეგად ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუშევანი, გეტა, ძველი ქვეში და ზვარეთი შიდა გზები დაზიანდა. დაზარალებულ სოფლებში ადგილზე ვითარებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო. სოფლებში იმყოფებოდა სპეციალური კომისია, რომელმაც ზარალი შეაფასა. სტიქიის შედეგად აღნიშნულ სოფლებში 4500 გრძივი მეტრის შიდა გზა დაზიანდა. აღსანიშნავია, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს.

Visited 106 times, 1 visit(s) today