ტურიზმის ცენტრის ორგანიზებული ტური რკინის ჯვარზე დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს, ფერისცვალების დღესასწაულზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის ორგანიზებითა და დაფინანსებით, რკინის ჯვარზე გასვლითი ტური ეწყობა. ტურის მონაწილეებს მომლოცველებიც შეუერთდნენ, რომლებიც წმიდა ანდრია პირველოწოდებულის ნაკვალევს მოილოცავენ. ანდრია პირველწოდებულის სახელი ხარაგაულს პირველი საუკუნიდან უკავშირდება. ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში შემობრძანებულმა ანდრიამ ხარაგაულში ერთ-ერთ მთაზე რკინის ჯვარი აღმართა, რის გამოც ამ ადგილს რკინის ჯვარს უწოდებენ. მთა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ზღვის დონიდან 2 439 მეტრზე მდებარეობს.

Visited 298 times, 1 visit(s) today