უამინდობამ ქობულეთში პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყერული პროცესები განვითარდა, ასევე ქარიშხალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. ციხისძირსა და ბუკნარში წყალმომარაგება შეზღუდულია, ასევე ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ზენითის, ხუცუბნის, ციხისძირისა და ზედა სამების მომსახლეობას.
სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები.
Visited 194 times, 1 visit(s) today