უნდა ვაღიაროთ, რომ ნარკომანიასთან ეფექტური გამკლავება ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

უნდა ვაღიაროთ, რომ ნარკომანიასთან ბრძოლა და მასთან ეფექტური გამკლავება ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია არსად, არასდროს გამოსავალი არ ყოფილა და ამ მიმართულებით კომპლექსური პოლიტიკის გატარებაა საჭირო. მისივე თქმით, დეკრიმინალიზაცია იმგვარად არ უნდა იყოს გაგებული, რომ რაღაც ქმედება დანაშაული საერთოდ აღარ არის.

“ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯები გადადგმულია – ზოგი საკონსტიტუციო სასამართლოს გამო, ზოგი კიდევ სხვა მიმართულებით. ჯერჯერობით ვერ ვხედავ ხელშესახებ ეფექტს, ამ სფეროში გატარებული პოლიტიკით. ეს მხოლოდ ერთი ხელისუფლების თემა არ არის – ეს ძალიან დიდი თემაა. დღეს, 2016 წლის მდგომარეობით, უნდა ვაღიაროთ, რომ ნარკომანიასთან ბრძოლა და მასთან ეფექტური გამკლავება, ეფექტურად ვერც ერთმა ხელისუფლებამ მოახერხა. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ცვლილებებია საჭირო. ვერ მივდივართ სწორად. ბოლო სამი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად უპრეცედენტო მასშტაბებია ნარკოტიკების გადაზიდვის, ტრანზიტის გამოვლენის კუთხით, რაც კარგია, მაგრამ რომ გრძელდება მცდელობა, რომ საქართველოში კიდევ რაღაცამ გაიაროს, ეს არის ცუდი. ესე იგი, ჩვენ კი მივაყენეთ ვიღაცეებს დარტყმა და არალეგალური ბრუნვიდან ნარკოტიკული საშუალებების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა ამოვიღეთ, მაგრამ თან ეს ამბავი გრძელდება. ესე იგი, ჯერ ეფექტური ვერ არის. თავად მოსახლეობაში ეს პრობლემაა. მე არ მრჩება განცდა, რომ მოვახერხეთ მისი შემცირება. თუ ეს ასეა, მაშინ კი უნდა ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ სხვა ტიპის ალტერნატივებზე – არა მხოლოდ დეკრიმინალიზაციის კუთხით, დამოკიდებულებები გაცილებით მნიშვნელოვანია ხოლმე, ვიდრე კანონები”, – განუცხადა უსუფაშვილმა.

Visited 131 times, 1 visit(s) today