უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტარციულ ერთელში მეწყერული პროცესები განვითარდა. სტიქიას მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნია. რამდენიმე სოფელში მიწის მასა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ჩამოწვა.
ადგილზე ორი დღის განმავლობაში შესაბამისი სამსახურები მობილიზებული იყვნენ და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ. მთელი დღის განმავლობაში სამსახურებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის პირველი პირი. მირიან ქათამაძე პირადად გაეცნო ტერიტორიის მიწის მასისგან გაწმენდის სამუშაოებს. ამ დროისთვის სამუშაოების ნაწილი დასრულებულია. მიმდინარეობს სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარება.
Visited 106 times, 1 visit(s) today