დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, დაბა ფასანაურში ნადიბაიძის ქუჩაზე მიმდინარე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის პროცესი მოინახულეს. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მისი ღირებულება 149 896 ლარს შეადგენს, ხოლო შემსრულებელ კომპანიას შპს “მარდი” წარმოადგენს.
Visited 360 times, 1 visit(s) today