ფესტივალი ,,არტ-გენი” არჩეულში ჩატარდება

ფესტივალ “არტ-გენის“ ჩასატარებლად აქტიურად მიმდინარეობს მზადება სოფელ არჩეულში, ეგნატე-ნინოშვილის სახლ-მუზეუმში. მზადების პროცესი ადგილზე დაათვალიერეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ, მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს წევრებმა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ სამქეთა სამსახურის უფროსმა, ია ჩხაიძემ და ა(ა)იპ “კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორმა, დავით წერეთელმა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი წელს არჩეულში პირველად ჩატარდება, რომლის ფარგლებში მოეწყობა ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ფოლკლორი, ხოლო დასკვნით კონცერტს ჯგუფი “ფრანი“ გამართავს.

“მოხარული ვარ, რომ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ხალხმრავალ ფესტივალს ჩვენი მუნიციპალიტეტის ულამაზესი სოფელი არჩეული უმასპინძლებს. ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხალხური რეწვის,ზეპირსიტყვიერების, ფოლკლორის, პოპულარიზაციისთვის. ვეპატიჟებით ყველას და მოვუწოდებთ შემოგვიერთდენენ „არტ გენზე“ ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში“, აღნიშნა ბესიკ ტაბიძემ.

Visited 180 times, 1 visit(s) today