ფოთის დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

ფოთის დევნილთა დასახლებაში 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა. დასახლებაში, სადაც 1 238 ოჯახი ცხოვრობს, ამ დრომდე საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. ადაპტირებული ბაღის მშენებლობა 2017 წლის ივნისში, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით დაიწყო. პროექტის ღირებულებამ 385 000 ლარი შეადგინა. საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და ინვენტარით აღჭურვა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა დააფინანსა.
ახლადგახსნილ საბავშვო ბაღში დასახლებაში მცხოვრები 14 დევნილი დასაქმდა.

Visited 157 times, 1 visit(s) today