ქალაქში მიმდინარე სამუშაოები გამგებელმა დაათვალიერა

10 მაისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან თენგიზ ხელასთან ერთად ქალაქში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ქალაქში 6 ქუჩაზე მიმდინარეობს სამუშაოები. ზენაიშვილის ქუჩაზე დაწყებულია ასფალტის საფარის დაგება.
ბატონი ზაზა მოსახლეობას გაესაუბრა. ზენაიშვილის ქუჩის მცხოვრებლები კმაყოფილებას გამოთქვამენ ჩატარებული სამუშაოების გამო.

Visited 177 times, 1 visit(s) today