ქართველი ერის მომავალს სერიოზული საფრთხე ემუქრება

12/05/2016

მოძრაობა “ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

“ხვალ 13 მაისს 4 საათზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაწყდება საკითხი, დაინიშნება თუ არა რეფერენდუმი ე.წ.ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვაზე!!!!!!!!!!!!!! საინციატივო ჯგუფის სპეციალური განცხადება-ჰომოსექსუალებმა კვლავ იმძლავრეს ქართველ ერზე. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საინციატივო ჯგუფის მიერ ცსკ-ში შეტანილ იქნა სარეფერენდუმო კითხვა-გსურთ თუ არა კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ “ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის ერთობა”. ჩვენთვის სარწმუნო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ ჰომოსექსუალთა ორგანიზაციების, ლგბტ თემის, ქართველთმოძულე ძალების, ნაციონალური მოძრაობის, რესპუბლიკური პარტიის და მათთან დაკავშირებული უცხოელების მიერ განხორციელდა ტოტალური ზეწოლა ცსკ-ზე და ხვალ დაგეგმილ სხდომაზე (რომელიც 4 საათზეა ჩანიშნული) მოხდება აღნიშნული ინციატივის დაბლოკვა ანუ ჰომოსექსუალ წყვილებს დარჩებათ შანსი, რომ უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანონ სარჩელი, რომლითაც გაუქმდება ორგანულ კანონში აღნიშნული ოჯახის განსაზღვრება და საქართველოში დაკანონდება ე.წ. ერთსქესიანთა ქორწინება. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი და თუ ამ პროცეში დამარცხდნენ ეროვნული ძალები, მაშინ ჩვენი შვილების, ქართველი ერის მომავალს სერიოზული საფრთხე დაემუქრება. რეფერენდუმის ეშინიათ, რადგან კარგად იციან, რომ მოსახლეობის 99% მხარს დაუჭერს ე.წ. ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვას, ესაა მიზეზი იმისა, რომ მთელი რესურსი მომართეს ჩვენს წინააღმდეგ. საინციატივო ჯგუფი, ჩვენი მხარდამჭერები ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, საზოგადოებას მოგიწოდებთ ერთობლივი ბრძოლისაკენ!!! ჩვენთან არს ღმერთი!!!!!!!!”-სანდრო ბრეგაძე, სოსო მანჯავიძე, ზვიად ტომარაძე, კახა მიგინეიშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0