თბილისის 120-ე საჯარო სკოლაში, გეზრბენში (კროსი) სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე გოგონათა და ვაჟთა გუნდების საზეიმო გაცილება გაიმართა. სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება 120-ე სკოლის მოსწავლეებმა 2015 წელს მოიპოვეს, ანაკლიის მომავლის ბანაკში, სადაც ისინი გახდნენ საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2015-ის გამარჯვებულები.
სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც 2016 წლის 21 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით, უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში იმართება, საქართველოს გუნდების მოწინააღმდეგეები იქნებიან მათი თანატოლები მსოფლიოს 26 ქვეყნიდან – ავსტრია, ალჟირი, ბელგია – ფლანდრია, ბელგია – ფრანგული საზოგადოება, ბრაზილია, ბულგარეთი, ჩინეთი, ხორვატია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ლატვია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, საქართველო, უნგრეთი, ისრაელი, იტალია, მაროკო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ესპანეთი, თურქეთი.