ქართული დელეგაცია ქალაქ ნანჩანგში მდებარე ქართული კულტურის ცენტრს “ღვინის სავანეს“ ესტუმრა

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ქალაქ ნანჩანგში მდებარე ქართული კულტურის ცენტრს “ღვინის სავანეს“ ესტუმრა. დაათვალიერა შენობაში განლაგებული ქართული ღვინის მუზეუმი და მაღაზიები. ქართული კულტურის ცენტრი ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის პრეზიდენტისა და კომპანია „ჯუნგეს“ პრეზიდენტმა ლიუ ძი მინის ინიციატივით აშენდა. ლუი ძი მინი ბიზნეს საქმიანობას საქართველოსა და ჩინეთში ეწევა.

Visited 131 times, 1 visit(s) today