ქედაში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ამ წუთებში, ქედის კომუნალურსერვისის თანამშრომლები 2 მძიმე ტექნიკით დაბის ქუჩების – აბუსერიძის, წერეთლის, ჭავჭავაძის, 9 აპრილის, სახოკიასა და თამარ მეფის – გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. რაც შეეხება სოფლებთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზებს, საგზაო დეპარტამენტის ტექნიკით გაწმენდითი სამუშაოები სოფელ კოლოტაურის, პირველი მაისის, აქუცის, გოგინიძეების, ზესოფლის, ნაომვალის, გელაურის (საიდანაც ამ წუთებში ფეხმძიმე ქალბატონი გადმოჰყავთ დაბის სამედიცინო ცენტრში), ძანაძეების, დანდალოს, აბუქეთა-ცხმორისის დამაკავშირებელ გზებზე მიმდინარეობს. უახლოეს საათებში ტექნიკა სამუშაოებს მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში განაახლებს. ზვასაშიშროების გამო, ამ დრომდე ვერ იწმინდება ნამონასტევთან დამაკავშირებელი გზა. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს შეუფერხებლად მიეწოდება, გარდა მახუნცეთისა, სადაც აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში სიტუაცია მართვადია.

Visited 185 times, 1 visit(s) today