ქობულეთის კულტურის სახლში შეხვედრა გაიმართა

ქობულეთის კულტურის სახლში გენდერული თანასწორობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ტრენინგ-სემინარი ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებითა და ქობულეთის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა. სემინარზე ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლიანობის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, სახელმწიფოს განვითარების პროცესში გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე განათლების, მეცნიერებისა და ჯანდაცვის სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის გარანტიებზე გაამახვილეს ყურადღება. ტრენინგ-სემინარს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 167 times, 1 visit(s) today