ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. დღეს სამუშაოების მიმდინარეობა მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში ქუჩის ტროტუარები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ასევე მოეწყობა ბორდიულები და გაკეთდება შეჭრები სანაგვე ყუთების განსათავსებლად და ავტობუსების გაჩერებისთვის.
პროექტის განსახორციელებლად 176 300 ლარია გათვალისწინებული.
Visited 157 times, 1 visit(s) today