ქობულეთში „ციტრუსის ფესტივალი 2017“ – ის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს

ქობულეთში „ციტრუსის ფესტივალი 2017“ – ის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქის ცენტარულ მოედანზე კარვები და ციტრუსის ნაყოფისაგან დამზადებული დეკორაციები მონტაჟდება. „ციტურუსის ფესტივალი 2017“ დღეს 16:00 საათზე საზეიმოდ გაიხსნება.
ფესტივალის ფარგლებში წარმოადგენილი იქნება ციტრუსისაგან აწყობილი სხვადასხვა სკულპტურები, ასევე მოეწყობა სხვადასხვა გასართობი და სპორტული თამაშები. „ციტრუსისი ფესტივალი 2017-ში“ მონაწილეობას მიიღებენ რეგიონში მოქმედი 40-მდე კომპანია და ფერმერები.
„ციტრუსის ფესტივალი 2017“ აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით იმართება.

Visited 164 times, 1 visit(s) today