ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცდა

25/12/2019

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 27 – ე სხდომას დაესწრო. სხდომაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი დამტიკცდა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 61,236 200 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტირების პროცესში ჩართული იყო მოქალაქეები და საჯარო შეხვედრები უწყვეტ რეჟიმში ხელისუფლებასთან ერთად მიმდინარეობდა. ბიუჯეტის პრიორიტეტები მოსახლეობის მოლოდინებისა და მოთხოვნების შესაბამისად გადანაწილდა. ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური პროგრამები, გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი და კიდევ რამდენიმე ძირითადი მიმართულებები დაფინანსდება 2020 წელსაც. საერთო ჯამში 2019 წელთან შედარებით ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

“ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცდა, რაც საშუალებას გვაძლევს ისევ ეფექტურად გავაგრძელოთ მუშაობა. 2020 წელს დაგეგმილია როგორც მასშტაბური ასევე, სხვადასხვა ტიპის პროექტების განხორციელება ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. მომავალი წლის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით გაიზარდა და ეს ფაქტი მართლაც მნიშვნელოვანია. გაზრდილი ბიუჯეტი არის საუკეთესო შანსი, გასულ წელთან შედარებით უფრო მეტი გაკეთდეს ქუთაისისთვის. მჯერა, რომ 2020 წელი იმერეთის რეგიონისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის იქნება წარმატებული და ნაყოფიერი“ – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0