ქუთაისის შემოსავლელ და ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის, ქუთაისის შემოსავლელი გზაზე სამუშაოების წარმოება გრძელდება (სადეფორმაციო ნაკერების და სახიდე გადასასვლელებთან კომპესატორების შეკეთების სამუშაოები), 2016 წლის 29 ნოემბრის დილის 08:00 სთ-მდე, შესაბამისად აღნიშნულ დრომდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის 216-ე კმ-დან (სოფ. ნახშირღელე) ქუთაისის შემოსავლელ გზაზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება, არსებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე (ძველი მიმართულება), ქ. ქუთაისის გავლით.
აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 29 ოქტომბერს (№20/8-2392244) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მიმდინარე გეგმიური სამუშაოების წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით, 5 დეკემბრის ჩათვლით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის, ქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის გზის 247-ე კმ-დან (ბაში) სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის კმ2 (დაფნარის დაერთება) მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება არსებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის (ძველი) საავტომობილო გზაზე, სამტრედიის მიმართულებით.
აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2016 წლის 27 ოქტომბერს (№2693860) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.

Visited 214 times, 1 visit(s) today