ქუთაისში მეწარმეთა საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება

უახლოეს პერიოდში ქუთაისში, მეწარმეთა ინფორმირების მიზნით, საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება. DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრში მეწარმეები ყველა იმ პროცედურის შესახებ მიიღებენ ინფორმაციას, რომელიც პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას უკავშირდება.ცენტრის გახსნამდე კი მეწარმეებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია აკ.წერეთლის უნივერსიტეტში ღია დისკუსიის რეჟიმში მიეწოდათ. შეხვედრას ვიცე–გუბერნატორი, იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მერი, შოთა მურღულია ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

Visited 183 times, 1 visit(s) today