ქუთაისში რეაბილიტირებული სპორტული კომპლექსი გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქუთაისში, “ჭომის” დასახლებაში, სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია დასრულდა. სტადიონის გახსნის ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად ესწრებოდნენ. ღონისძიების სტუმრები იყვნენ: ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, დათო მუჯირი, რევაზ ჩელებაძე, შოთა ოქროპირაშვილი, გიორგი გვაძაბია, გია გიორგაძე, იური და ალეკო კვერნაძეები, ვლადიმერ შელია. დღესვე, გაიმართა სიმბოლური მატჩი, რომელშიც მოზარდ ფეხბურთელთა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციის შედეგად მოწესრიგდა გასახდელები, სველი წერტილები, ტრიბუნები და მოედნის სანიაღვრე არხი. გარდა ამისა, შეიცვალა განათების სისტემა. მოედნის მოცულობა საშუალებას იძლევა საწვრთნელი პროცესის დროს მოემსახუროს 30 პერსონას, ღონისძიებების დროს კი – 200 ადამიანს.

Visited 113 times, 1 visit(s) today