ქუთაისში სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა

21/04/2017

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, სამეცნიერო პიკნიკი „მეცნიერება სახალისოა“ გაიმართა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი ესწრებოდნენ. სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში, სპეციალურად გაშლილ კარვებში/პავილიონებში, საინტერესო ექსპერიმენტები და ინტერაქციული გამოფენები ჩატარდა. სამეცნიერო პიკნიკი დასავლეთ საქართველოში პირველად იმართება და მასში იმერეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობენ. ღონისძიებაში ასევე, ჩართულები იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლებისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0