ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, მოვლა-შენახვის (გვირაბის თაღისა და სავალი ნაწილის გარეცხვის, ჰორიზონტალური მონიშვნისა და სხვა) სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 2018 წლის 18 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Visited 166 times, 1 visit(s) today