ყველა მიმართულება უაღრესად მნიშვნელოვანია

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების, „მუდისის“ (Moody’s) და „სტანდარდ ენდ ფუარსის“ (Standard & Poor’s) შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან ახალი პროგრამის დაწყება, რომელიც სრულად ემყარება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას. აღნიშნული გეგმისა და მასთან დაკავშირებული რეფორმების მიმართ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა.
აღინიშნა, რომ გეგმის ყველა მიმართულება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის.
ყურადღება გამახვილდა საპენსიო სქემის, კაპიტალის ბაზრის ამოქმედების, განათლების რეფორმის, კერძო და საჯარო პარტნიორობის (PPP) სქემის კანონმდებლობის მიღებისა და სხვა მიმართულებით.

Visited 150 times, 1 visit(s) today