შალვა პაპუაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ახლად დანიშნულ ელჩს, აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ ტაჰერ ალნუაიმის შეხვდა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტებს, ინვესტიციებს, თანამშრომლობას ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ორგანოებს შორის პოზიტიურ კავშირებს, მათ შორის, 2022 წელს მეგობრობის ჯგუფებს შორის ონლაინ ფორმატში გამართულ პირველ შეხვედრას. ამასთანავე, ყურადღება გამახვილდა პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის მნიშვნელობაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს საქმიანობაში წარმატება უსურვა.

Visited 42 times, 1 visit(s) today