შალვა პაპუაშვილი ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, მარკ დიმესმაკერს და ჯგუფის წევრებს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა ბელგიის სამეფოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. ​შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მიერ ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით, პარლამენტში აქტიური და ნაყოფიერი მუშაობა მიმდინარეობს.

Visited 18 times, 1 visit(s) today